გადასვლა მთავარ კონტენტზე
Dream Dental & Aesthetic GroupDream DentalAesthetic Group
Dream Dental & Aesthetic Group

ჩვენ შესახებ

2013 წლის სექტემბერში გავხსენით კარი ბარათაშვილის #10-ში. 13 წელიწადში ჩვენთან დაახლოებით 50 ქვეყნიდან ჩამოვიდნენ პაციენტები.

13+

წელი თბილისის ცენტრში

50+

ქვეყანა, საიდანაც პაციენტები ჩამოდიან

4.9/5

საშუალო შეფასება მიმოხილვის პლატფორმებზე

500+

გამოქვეყნებული მიმოხილვა

13 წელი ერთ მისამართზე

Dream Dental & Aesthetic Group დაარსდა 2013 წლის სექტემბერში თბილისის ისტორიულ ცენტრში. ერთი კაბინეტიდან დავიწყეთ; დღეს კლინიკაში რვა ცალკე ბოქსი, საკუთარი სარენტგენო ოთახი და საკუთარი სატექნიკო ლაბორატორიაა.

ჩვენი მთავარი პრინციპი ცამეტი წლის განმავლობაში არ შეცვლილა: თქვენი ღიმილი ჩვენი რეპუტაციაა. ეს არ არის სლოგანი - ეს არის მიზეზი, რის გამოც პაციენტების უმეტესობა ჩვენთან რეკომენდაციით მოდის.

რას ნიშნავს ერთ ადგილას ყველაფერი

სტომატოლოგიაში ყველაზე მეტ დროსა და ნერვს პაციენტი კლინიკებს შორის გადაადგილებაში კარგავს: რენტგენი ერთგან, ქირურგი მეორეგან, ლაბორატორია მესამეგან. ჩვენთან ეს ჯაჭვი ერთ შენობაშია - CBCT დიაგნოსტიკა, ყბა-სახის ქირურგია, ორთოდონტია, სატექნიკო ლაბორატორია და ალერგოლოგიც კი.

შედეგად ორთოპედიული სამუშაოები უფრო სწრაფად სრულდება, ხოლო რთული ქეისები - ძვლის გადანერგვით ან სრული ყბის აღდგენით - არ საჭიროებს გადამისამართებას.

ვისთვის ვმუშაობთ

ჩვენი პაციენტების მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთიდან ჩამოდის - ისრაელიდან, ევროპიდან, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან. სწორედ ამიტომ გუნდი მუშაობს შვიდ ენაზე და კლინიკა ღიაა ყოველდღე დილის 10-დან საღამოს 10 საათამდე, უქმეების ჩათვლით.

კლინიკის ინფრასტრუქტურა

8 ცალკე ბოქსი

თითოეული პაციენტი მკურნალობას იღებს დახურულ, ცალკე სივრცეში.

სარენტგენო ოთახი

პანორამული სურათი, პრიცელური სნიმკი და CBCT (3D) ტომოგრაფია ადგილზე.

საკუთარი სატექნიკო ლაბორატორია

გვირგვინები, ხიდები და პროთეზები მზადდება კლინიკაშივე.

Dream Land

ბავშვების ბოქსი - საჩუქარი ყოველი ვიზიტის ბოლოს და სუპერ ღიმილის სიგელი.

Dream Box

VIP კაბინეტი: მუსიკის არჩევა, 3D სათვალეები, ცხელი პირსახოცები.

ალერგოლოგიური კაბინეტი

ალერგიული სინჯები ტარდება ადგილზე, ანესთეზიის უსაფრთხოებისთვის.

მოდით გაგვიცანით

პირველი კონსულტაცია უფასოა. მოდით, დაათვალიერეთ კლინიკა და ერთად შევადგინოთ თქვენი მკურნალობის გეგმა.

ჩვენ შესახებ

ინდივიდუალური მიდგომა

თითოეულ პაციენტს აქვს საკუთარი მკურნალობის გეგმა, რომელსაც კონსულტაციაზე ერთად ვადგენთ.

საკუთარი სატექნიკო ლაბორატორია

გვირგვინები და პროთეზები კლინიკაშივე მზადდება - ორთოპედიული სამუშაოები საგრძნობლად სწრაფია.

თანამედროვე აპარატურა

CBCT (3D) ტომოგრაფია, ციფრული ანაბეჭდი, ვექტორული და ლაზერული სისტემები.

სტერილიზაციის უმაღლესი დონე

ISO სერტიფიცირება და ეპიდემიოლოგის მიერ კონტროლირებადი სტერილიზაციის ციკლი.

Dream Land - ბავშვების სამყარო

ცალკე ბოქსი ბავშვებისთვის, საჩუქარი ყოველი ვიზიტის ბოლოს და სუპერ ღიმილის სიგელი.

Dream Box - VIP კაბინეტი

მუსიკის არჩევანი, 3D სათვალეები და ცხელი პირსახოცები მათთვის, ვისაც მაქსიმალური კომფორტი სურს.

მრავალენოვანი გუნდი

ქართული, ინგლისური, რუსული, გერმანული, იტალიური, არაბული და თურქული.

ალერგოლოგი ადგილზე

ალერგიული სინჯები ტარდება კლინიკაშივე, სხვა დაწესებულებაში გადამისამართების გარეშე.

საბანკო და შიდა განვადება

ვრცელი მკურნალობა ნაწილდება თვეებზე - მათ შორის კლინიკის საკუთარი განვადებით.

ცენტრალური ადგილმდებარეობა

ბარათაშვილის #10 - თბილისის ისტორიულ ცენტრში, მეტროსა და ტრანსპორტთან ახლოს.

ყოველდღე 10:00–22:00

ვმუშაობთ კვირის შვიდივე დღეს, გვიან საღამომდე - ვიზიტი სამუშაო დღის შემდეგაც შესაძლებელია.

სახლში გამოძახების სერვისი

შეზღუდული მობილობის მქონე პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია ვიზიტი ადგილზე.

ჩვენი ექიმები

ექიმები

გალერეა

Dream Dental Group-ის რეცეფცია თბილისში
კლინიკის ინტერიერი
კლინიკის ინტერიერი და „Dream & Smile" კედელი
კლინიკის ინტერიერი
კლინიკის შენობა ბარათაშვილის #10-ზე
კლინიკის ინტერიერი
რეცეფცია კლინიკის ლოგოთი
კლინიკის ინტერიერი

ხშირად დასმული კითხვები

სად მდებარეობთ და როგორ მოვხვდე?

ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა #10, თბილისის ისტორიული ცენტრი (0105). ვმომსახურებთ თბილისს, წყნეთსა და კოჯორს. მარშრუტისთვის ისარგებლეთ ღილაკით „მარშრუტი" კონტაქტის გვერდზე.

რა სამუშაო საათები გაქვთ?

ვმუშაობთ ყოველდღე, კვირის შვიდივე დღეს, 10:00-დან 22:00-მდე, უქმეების ჩათვლით.

რა ენებზე მემსახურებით?

ქართული, ინგლისური, რუსული, გერმანული, იტალიური, არაბული და თურქული. კონსულტაციის დაჯავშნისას მიუთითეთ სასურველი ენა.

იღებთ სადაზღვევოს?

ვთანამშრომლობთ მსხვილ სადაზღვევო კომპანიებთან. გთხოვთ დაგვირეკოთ თქვენი პოლისის დასაზუსტებლად - ასევე ხელმისაწვდომია საბანკო და შიდა განვადება.

ᲓᲐᲠᲔᲙᲕᲐWhatsAppᲩᲐᲬᲔᲠᲐ