გადასვლა მთავარ კონტენტზე
Dream Dental & Aesthetic GroupDream DentalAesthetic Group

დენტალური ტურიზმი საქართველოში

პაციენტები ~50 ქვეყნიდან ჩამოდიან თბილისში მკურნალობისთვის. ვგეგმავთ ვიზიტს ისე, რომ ყველაფერი რამდენიმე დღეში მოთავსდეს.

რატომ ჩამოდიან საქართველოში

დასავლეთ ევროპასა და ისრაელში იმპლანტაციისა და პროთეზირების ღირებულება ხშირად რამდენჯერმე აღემატება საქართველოში იმავე ხარისხის მკურნალობის ფასს. ამას ემატება ის, რომ საქართველოში შესვლა ვიზის გარეშეა შესაძლებელი ქვეყნების დიდი ნაწილისთვის, ხოლო ფრენა ევროპიდან 3–4 საათია.

ჩვენთან პაციენტები ჩამოდიან ისრაელიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, აშშ-დან და არაბული ქვეყნებიდან. სწორედ ამიტომ მუშაობს გუნდი შვიდ ენაზე.

როგორ ვგეგმავთ ვიზიტს

  • ჩამოსვლამდე. გამოგვიგზავნეთ არსებული სნიმკები ან ფოტოები WhatsApp-ზე. ვაკეთებთ წინასწარ შეფასებას, გიგზავნით სავარაუდო გეგმასა და ბიუჯეტს, და ვთანხმდებით თარიღებს.
  • პირველი დღე. CBCT (3D) ტომოგრაფია, კონსულტაცია და საბოლოო გეგმის დამტკიცება. ჩვეულებრივ ამავე დღეს იწყება მკურნალობა.
  • ქირურგიული ეტაპი. მრავლობითი იმპლანტაცია ერთ ვიზიტში სრულდება, საჭიროების შემთხვევაში სედაციით.
  • ოსეოინტეგრაცია. 3–6 თვე. ამ პერიოდში პაციენტი ბრუნდება სახლში დროებითი კონსტრუქციით.
  • მეორე ჩამოსვლა. ციფრული ანაბეჭდი და მუდმივი გვირგვინების ფიქსაცია. ჩვენივე ლაბორატორია აჩქარებს ამ ეტაპს, ასე რომ ხშირად 4–6 დღე საკმარისია.

რას ვუზრუნველყოფთ

ვეხმარებით სასტუმროს შერჩევაში კლინიკასთან ახლოს და ვაწყობთ ვიზიტების განრიგს ისე, რომ თბილისის დათვალიერებისთვისაც დაგრჩეთ დრო. კლინიკა ძველი თბილისის ცენტრშია - ბარათაშვილის ხიდი, აბანოთუბანი და რუსთაველის გამზირი ფეხით მისადგომია.

გამოგვიგზავნეთ თქვენი სნიმკი

მიიღებთ წინასწარ შეფასებას, სავარაუდო ბიუჯეტსა და ვიზიტის განრიგს ჩამოსვლამდე.

ხშირად დასმული კითხვები

რამდენი დღე უნდა დავრჩე თბილისში?

იმპლანტაციის ქირურგიული ეტაპისთვის ჩვეულებრივ 3–5 დღეა საკმარისი. პროთეზირების ეტაპზე - 4–6 დღე. ვინირებისა და გათეთრებისთვის 4–5 დღე.

ვინ დამეხმარება ენის ბარიერში?

გუნდი მუშაობს ქართულ, ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, იტალიურ, არაბულ და თურქულ ენებზე. კონსულტაცია და ყველა დოკუმენტი მიიღება თქვენთვის გასაგებ ენაზე.

რა მოხდება, თუ სახლში დაბრუნების შემდეგ პრობლემა შემექმნება?

დაგვიკავშირდით WhatsApp-ზე - ვაფასებთ სიტუაციას დისტანციურად და, საჭიროების შემთხვევაში, ვთანამშრომლობთ თქვენს ადგილობრივ ექიმთან.

ᲓᲐᲠᲔᲙᲕᲐWhatsAppᲩᲐᲬᲔᲠᲐ