გადასვლა მთავარ კონტენტზე
Dream Dental & Aesthetic Group
სერვისები

ბავშვთა სტომატოლოგია

**Children's Room** - ბავშვების სპეციალური ოთახი, სიგელი ყოველი ვიზიტის ბოლოს და ყოველ მე-10 სიგელზე - პრიზი. ვქმნით ისეთ გამოცდილებას, რომ ბავშვს სტომატოლოგის არ ეშინოდეს.

ბავშვთა სტომატოლოგია

ბავშვის პირველი გამოცდილება სტომატოლოგთან განსაზღვრავს მის დამოკიდებულებას კბილის მკურნალობისადმი მთელი ცხოვრების განმავლობაში. სწორედ ამიტომ შევქმენით Children's Room-ი - ცალკე ბოქსი, რომელიც მხოლოდ ბავშვებისთვისაა და სადაც გარემო არაფრით ჰგავს კლასიკურ სამედიცინო კაბინეტს.

პირველი ვიზიტი - გაცნობითი

პირველად მოსულ ბავშვს არაფერს ვუკეთებთ ძალით. ვიცნობთ, ვაჩვენებთ ინსტრუმენტებს, ვთვლით კბილებს. ხშირად ეს პირველი შეხვედრა მთლიანად თამაშად გადაიქცევა - და სწორედ ეს არის მიზანი.

სიგელი და საჩუქარი

ყოველი ვიზიტის ბოლოს ბავშვი იღებს სიგელს, ხოლო როცა ის შეაგროვებს 10 ცალს, მას გადაეცემა საჩუქარი. ეს პატარა რიტუალი ვიზიტს სასჯელის ნაცვლად გართობად აქცევს.

რას ვმკურნალობთ

  • რძის კბილების კარიესი და მისი გართულებები
  • პროფილაქტიკური ჰერმეტიზაცია (ფისურების დალუქვა)
  • ფტორირება და რემინერალიზაცია
  • ბავშვთა ქირურგია - რძის კბილის ამოღება
  • ადრეული ორთოდონტიული კორექცია
  • ბავშვთა ორთოპედია
ჩვენი ექიმები

ჩვენი ექიმები

ხშირად დასმული კითხვები

რა ასაკში უნდა მოვიყვანო ბავშვი პირველად?

პირველი ვიზიტი რეკომენდებულია პირველი კბილის ამოსვლიდან 6 თვის განმავლობაში, ანუ დაახლოებით 1 წლის ასაკში. ეს გაცნობითი ვიზიტია და მშობელსაც აძლევს რჩევებს მოვლაზე.

რძის კბილს ხომ არ სჭირდება მკურნალობა, თუ მაინც ამოვარდება?

სჭირდება. რძის კბილის ინფექცია გადადის მუდმივი კბილის ჩანასახზე და აზიანებს მას. გარდა ამისა, ნაადრევად დაკარგული რძის კბილი შემდეგში ორთოდონტიულ პრობლემას ქმნის.

სერვისები

დაკავშირებული სერვისები

01

იმპლანტაცია

დაკარგული კბილის აღდგენა იწყება ზუსტი დიაგნოსტიკითა და თქვენზე მორგებული მკურნალობის გეგმით. Dream Dental Group-ში დენტალურ იმპლანტაციას ვგეგმავთ ღეჭვის ფუნქციისა და ღიმილის ბუნებრივი იერის აღსადგენად. ციფრულ დიაგნოსტიკას და თანამედროვე სატექნიკო ლაბორატორიას მკურნალობის ხარისხი უმაღლეს დონეზე აჰყავს.

დან 850₾დეტალურად
02

ვინირები E-max

კერამიკული ვინირები კბილების ფერის, ფორმისა და მცირე ესთეტიკური დეფექტების კორექციის საშუალებას იძლევა. Dream Dental Group-ში ღიმილის დაგეგმვას ვიწყებთ თქვენი სურვილებისა და კბილების მდგომარეობის შეფასებით. ციფრული დიზაინი გეხმარებათ წინასწარ განიხილოთ სასურველი ცვლილებები და ექიმთან ერთად შეარჩიოთ ბუნებრივი იერი.

დან 700₾დეტალურად
03

ლაზერული გათეთრება

კბილების პროფესიული გათეთრება ბუნებრივი კბილების ფერის გაღიავებისა და ღიმილის იერის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. Dream Dental Group-ში, თბილისის ცენტრში, პროცედურას ვგეგმავთ კბილებისა და ღრძილების მდგომარეობის შეფასებით. თქვენთან ერთად განვიხილავთ მოსალოდნელ შედეგს, მგრძნობელობის რისკსა და შემდგომ მოვლას.

დან 650₾დეტალურად
ᲓᲐᲠᲔᲙᲕᲐWhatsAppᲩᲐᲬᲔᲠᲐ