გადაათრიე შესადარებლად
კბილების ლაზერული გათეთრება თბილისში
კბილების პროფესიული გათეთრება ბუნებრივი კბილების ფერის გაღიავებისა და ღიმილის იერის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. Dream Dental Group-ში, თბილისის ცენტრში, პროცედურას ვგეგმავთ კბილებისა და ღრძილების მდგომარეობის შეფასებით. თქვენთან ერთად განვიხილავთ მოსალოდნელ შედეგს, მგრძნობელობის რისკსა და შემდგომ მოვლას.
რა არის კბილების ლაზერული გათეთრება
ლაზერული გათეთრება კლინიკაში ჩატარებული პროცედურაა, რომლის დროსაც მათეთრებელი გელი გამოიყენება მასთან თავსებად ლაზერულ სისტემასთან ერთად. ფერის ცვლილებას გელის აქტიური ნივთიერება განაპირობებს; ექიმი აკონტროლებს გამოყენების დროსა და პროცედურის მიმდინარეობას. გათეთრება კბილის ფერს ცვლის და დაქლიბვას არ მოითხოვს.
ვისთვის არის შესაფერისი პროფესიული გათეთრება
გათეთრება შეიძლება განიხილოთ, თუ ბუნებრივი კბილების ფერი გაწუხებთ და გსურთ უფრო ნათელი ღიმილი. ფერის ცვლილება შესაძლოა უკავშირდებოდეს:
- ყავის, ჩაისა და სხვა მუქი ფერის სასმელების ხშირ მოხმარებას;
- თამბაქოს მოხმარებას;
- ასაკთან ერთად კბილების ბუნებრივი ფერის გამუქებას.
ყველა სახის შეფერილობა ერთნაირად არ ექვემდებარება გათეთრებას. კონსულტაციაზე ვადგენთ ფერის ცვლილების შესაძლო მიზეზს და ვაფასებთ, რამდენად შეესაბამება მეთოდი თქვენს მოლოდინს. ბჟენები, ვინირები და გვირგვინები ბუნებრივი კბილების მსგავსად არ თეთრდება.
კბილების გათეთრების ეტაპები
კონსულტაცია და კბილების შემოწმება
ვაფასებთ საწყის ფერს, არსებულ რესტავრაციებსა და მგრძნობელობას. კარიესის ან ღრძილების ანთების შემთხვევაში ჯერ შესაბამის მკურნალობას ვგეგმავთ. ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ესთეტიკური გათეთრება, ჩვეულებრივ, გადაიდება.
მომზადება და პროფესიული ჰიგიენა
გათეთრებამდე ვაფასებთ ნადებისა და კბილის ქვის მოცილების საჭიროებას. პროფესიული ჰიგიენა აშორებს ზედაპირულ ნადებსა და შეფერილობის ნაწილს, გათეთრება კი კბილის ფერის გაღიავებას ემსახურება. პროცედურების თანმიმდევრობას ექიმი პირის ღრუს მდგომარეობის მიხედვით განსაზღვრავს.
ღრძილების დაცვა და გელის გამოყენება
ღრძილებს ვიცავთ შესაბამისი ბარიერით, ვათავსებთ მათეთრებელ გელს და ვიყენებთ შერჩეული სისტემის პროტოკოლს. გელის მოქმედების დრო და ციკლების რაოდენობა დამოკიდებულია პროდუქტსა და კბილების რეაქციაზე. პროცედურისას დისკომფორტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
შედეგის შეფასება და მგრძნობელობის მართვა
პროცედურის შემდეგ ვაფასებთ ფერის ცვლილებას და გაძლევთ მოვლის რეკომენდაციებს. საჭიროების მიხედვით ვიყენებთ მგრძნობელობის შემამცირებელ საშუალებებს. მგრძნობელობა, როგორც წესი, დროებითია; თუ ტკივილი ძლიერია ან არ მცირდება, დაუკავშირდით კლინიკას.
რამდენ ხანს გრძელდება კბილების გათეთრება
საორიენტაციოდ ერთი სეანსი დაახლოებით 45–60 წუთი.
ხანგრძლივობა დამოკიდებულია გამოყენებულ სისტემაზე, კბილების მდგომარეობასა და მგრძნობელობაზე. წინასწარი მკურნალობა ან პროფესიული ჰიგიენა შეიძლება დამატებით დროსა და ცალკე ვიზიტს მოითხოვდეს. ზოგ შემთხვევაში სასურველი ფერის მისაღებად სხვა გეგმაა საჭირო.
კბილების ლაზერული გათეთრების ფასი
ფასი 650 ლარიდან.
საბოლოო ღირებულებას ვაზუსტებთ უფასო კონსულტაციაზე, საჭირო დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გეგმის განსაზღვრის შემდეგ. წინასწარ განვიხილავთ, რას მოიცავს გათეთრების ფასი და არის თუ არა საჭირო დამატებითი ჰიგიენური ან სამკურნალო მომსახურება. ხელმისაწვდომია საბანკო და კლინიკის შიდა განვადება შესაბამისი პირობებით.
გათეთრება Dream Dental Group-ში
- კბილებისა და ღრძილების შეფასება პროცედურამდე.
- მოსალოდნელი ფერის ცვლილებისა და ღირებულების წინასწარ განხილვა.
- პროცედურის მიმდინარეობისა და მგრძნობელობის კონტროლი.
- მოვლის ინდივიდუალური რეკომენდაციები შედეგის შესანარჩუნებლად.
როგორ მოვუაროთ კბილებს გათეთრების შემდეგ
დაიცავით ექიმის მითითებები გამოყენებული სისტემისა და თქვენი მგრძნობელობის გათვალისწინებით. კბილები გაიხეხეთ ფტორის შემცველი პასტით და ყოველდღიურად გაიწმინდეთ კბილთაშორისი სივრცეები. ყავის, ჩაისა და თამბაქოს ხშირი მოხმარება დროთა განმავლობაში ხელახალ შეფერილობას უწყობს ხელს. რეგულარული ჰიგიენა და შემოწმება შედეგის შენარჩუნებაში გეხმარებათ.
დაჯავშნეთ კონსულტაცია გათეთრებაზე
გაიგეთ, რა შედეგია მოსალოდნელი თქვენს შემთხვევაში და რას მოიცავს პროცედურის ღირებულება. გელოდებით Dream Dental Group-ში, თბილისში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა 10-ში.
შედეგები
გადაათრიე შესადარებლად
ლაზერული გათეთრება
გადაათრიე შესადარებლად
პროფესიული წმენდა & ლაზერული გათეთრება
ჩვენი ექიმები
ხშირად დასმული კითხვები
აზიანებს თუ არა გათეთრება კბილის მინანქარს
უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია კბილების წინასწარი შეფასება და სისტემის ინსტრუქციის დაცვა. პროცედურა დაქლიბვას არ მოითხოვს, თუმცა შესაძლებელია დროებითი მგრძნობელობა ან ღრძილების გაღიზიანება. მეთოდს ექიმი ინდივიდუალურად არჩევს.
რამდენი ტონით გათეთრდება კბილები
გაღიავების ხარისხი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია საწყის შეფერილობაზე, მის მიზეზსა და კბილების რეაქციაზე. როგორც წესი, მინიმუმ 3–4 ტონით მაინც ხდება გათეთრება, თუმცა მოსალოდნელ შედეგს კონსულტაციაზე განვიხილავთ, მიღებულ ცვლილებას კი პროცედურის შემდეგ ვაფასებთ.
რამდენ ხანს ძლებს გათეთრების შედეგი
გათეთრების ეფექტი მუდმივი არ არის. შედეგი შესაძლოა 9–18 თვე ან მეტ ხანს შენარჩუნდეს, თუმცა ეს გარანტირებული ვადა არ არის. ხანგრძლივობაზე გავლენას ახდენს ჰიგიენა, კვება და თამბაქოს მოხმარება. განმეორებითი პროცედურის საჭიროებასა და დროს ექიმი ინდივიდუალურად განსაზღვრავს.
შესაძლებელია თუ არა შედეგი ერთ ვიზიტში
ფერის ცვლილება ხშირად უკვე ერთი სეანსის შემდეგ ჩანს, თუმცა სასურველი შედეგის მიღებას ზოგჯერ დამატებითი დრო სჭირდება.
თეთრდება თუ არა ბჟენები, ვინირები და გვირგვინები
გათეთრება ბუნებრივ კბილებზე მოქმედებს და რესტავრაციების ფერს იმავე გზით არ ცვლის. წინა კბილებზე არსებული ბჟენების, ვინირებისა თუ გვირგვინების შემთხვევაში ფერის შესაძლო განსხვავებას წინასწარ განვიხილავთ.
რა განსხვავებაა კბილების წმენდასა და გათეთრებას შორის
წმენდა აშორებს ნადებს, კბილის ქვასა და ზედაპირულ შეფერილობას. გათეთრება მათეთრებელი ნივთიერებით კბილის ფერს აღიავებს. ზოგჯერ მხოლოდ პროფესიული ჰიგიენაც აუმჯობესებს ღიმილის იერს.
ლაზერული და ლამპით გათეთრება ერთი და იგივეა
ლაზერი და სინათლის დიოდური ლამპა განსხვავებული სინათლის წყაროებია. ყველა ლამპით ჩატარებული გათეთრება ლაზერული არ არის; მეთოდის დასახელება გამოყენებულ მოწყობილობას უნდა შეესაბამებოდეს.
დაკავშირებული სერვისები
იმპლანტაცია
დაკარგული კბილის აღდგენა იწყება ზუსტი დიაგნოსტიკითა და თქვენზე მორგებული მკურნალობის გეგმით. Dream Dental Group-ში დენტალურ იმპლანტაციას ვგეგმავთ ღეჭვის ფუნქციისა და ღიმილის ბუნებრივი იერის აღსადგენად. ციფრულ დიაგნოსტიკას და თანამედროვე სატექნიკო ლაბორატორიას მკურნალობის ხარისხი უმაღლეს დონეზე აჰყავს.
დან 850₾დეტალურადვინირები E-max
კერამიკული ვინირები კბილების ფერის, ფორმისა და მცირე ესთეტიკური დეფექტების კორექციის საშუალებას იძლევა. Dream Dental Group-ში ღიმილის დაგეგმვას ვიწყებთ თქვენი სურვილებისა და კბილების მდგომარეობის შეფასებით. ციფრული დიზაინი გეხმარებათ წინასწარ განიხილოთ სასურველი ცვლილებები და ექიმთან ერთად შეარჩიოთ ბუნებრივი იერი.
დან 700₾დეტალურადცირკონისა და პრესკერამიკული გვირგვინები E-max
ცირკონისა და პრესკერამიკული გვირგვინები დაზიანებული კბილის ფორმის, სიმტკიცისა და ღეჭვის ფუნქციის აღდგენისთვის გამოიყენება. Dream Dental Group-ში მასალას ვარჩევთ კბილის მდგომარეობის, თანკბილვისა და სასურველი იერის მიხედვით. ორივე უმეტალო კერამიკული კონსტრუქციაა.
დან 420₾დეტალურად